გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი:     ლეილა თებიძე
ძენწმანის საჯარო სკოლა
საგანი:      მათემატიკა
კლასი:   მე-3
თემა:        4-ის გამრავლება
დრო:     45 წუთი

გაკვეთილის მიზანი: 
        ძირითადი მიზანი :   მოსწავლემ ისწავლოს 4-ზე გამრავლების ( გაოთხმაგების ) ანუ 4 -ის გამრავლების ხერხები; 4-ზე გამრავლების ცხრილი;შეძლოს გამრავლების მოქმედების დაკავშირება შეკრების მოქმედებასთან და ნამრავლი წარმოადგინოს ტოლ შესაკრებთა ჯამის სახით.
      
·        
გაკვეთილის შედეგად მოსწავლეს
ეცოდინება : 4-ზე გამრავლების ანუ 4-ის გამრავლების ხერხები;4-ზე ზოგიერთი რიცხვის ნამრავლის მნიშვნელობა;აგურედის მეზობელი წახნაგების საერთო წიბოს და მეზობელი წიბოების საერთო წვეროს გამორჩევა.
გააზრებული ექნება : გამრავლების არსი და ხერხები.
შეეძლება : ერთნიშნა რიცხვებისა და ზოგი ორნიშნა რიცხვის გაოთხმაგება; აგურედის წვეროების, წიბოებისა და წახნაგების ერთმანეთთან დაკავშირება.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
(რომელ შედეგებზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)

მათ.III.3.   ასრულებს  გამრავლება-გაყოფის  მოქმედებებს    აკავშირებს  მათ  შეკრება-გამოკლებასთან  და  ერთმანეთთან :

   ახდენს  გამრავლების მოქმედების დემონსტრირებას მრავალჯერადი შეკრებით; ზეპირად ასრულებს გამრავლება-გაყოფას მარტივ შემთხვევებში  ( მაგ.ერთნიშნა რიცხვების გამრავლება)

მათ. III.8.   ამოიცნობს და აღწერს გეომეტრიულ ფიგურას:

  ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში ან მათ ილუსტრაციებში,ყოფითი დანიშნულების საგნებში ან ფიგურების მოდელების გროვაში; განასხვავებს ფიგურის ელემენტებს და იყენებს გეომეტრიულ ტერმინებს მათი დასახელებისას ( მაგ. წვერო,წახნაგი,წიბო ).

მათ.III.12. მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების     მოწესრიგება და წარმოდგენა.

აჯგუფებს მონაცემებს არაუმეტეს ორი ნიშნით და ასახელებს ნიშნებს,რომელთა მიხედვითაც მოახდინა დაჯგუფება.

ის ტექნ. V.4. მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
·           მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობას და ადგილს.
·           მუშაობის პროცესში რეგულარულად ინახავს ციფრულ მასალას პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით (მაგალითად:  „ “,  „ “);


საჭირო წინარე ცოდნა და უნარჩვევები:
(რას უნდა ფლობდეს მოსწავლე, რომ ახალი მასალის ათვისება შეძლოს)
 მოსწავლეს გააზრებული აქვს გამრავლების ცნება - ტოლ შესაკრებთა შეკრება;ჩამოყალიბებული აქვს რაოდენობის ჯუფთებად ( წყვილებად,ოთხეულებად,რვაეულებად,ათეულებად,ოცეულებად,ასეულებად.......) თვლის უნარ-ჩვევა;იცის თანამამრავლების გადანაცვლებადობა;იცის რიცხვის 2-ზე,3-ზე გამრავლება ანუ გაორმაგება, გასამმაგება,ანუ 3-ის გამრავლება რიცხვზე;იცის 0-ზე და 1-ზე გამრავლება;ჩამოყალიბებული აქვს 100-ის ფარგლებში შეკრება - გამოკლების უნარ-ჩვევები.
  იცის ტერმინები „წახნაგი“, „წიბო“,  „წვერო“, ცნობს მრავალკუთხედებს,კვადრატს,მართკუთხედს;ცნობს კუბს,აგურედს (მართკუთხა პარალილეპედს);არჩევს რომელია საერთო წვერო,საერთო წიბო.
შეფასება და თვითშეფასება: განმავითარებელი
სასწავლო მასალა და რესურსები:
(ტექსტი, თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტ-რესურსები და სხვა):
·         სახელმძღვანელო,რვეული,კალმისტარი,დაფა,ცარცი,ფერადი მაგნიტური ჩხირების ნაკრები,
·         , პროექტორი, კომპიუტერი. ( წინასწარ გამზადებული სხვადასხვა ტიპის დავალებები:- თვალსაჩინოებანი,მათემატიკური დავალების ბარათები,სახელმძღვანელოს ტექსტი ,იხ.დანართები)
აქტივობა  N1   (4 წთ.)
·         მისალმება
·         განწყობის შექმნა
·         გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა
·         შეფასების ფორმებისა და კრიტერიუმების გაცნობა

აქტივობა   N2-  წინარე ცოდნის  გააქტიურება ,  წყვილებში მუშაობა ( რადგან კლასში ერთი მოსწავლეა    წყვილებში   მუშაობს მასწავლებელთან ერთად)   (14წთ) ;საშინაო დავალების შემოწმება-გარჩევა ( 8 წთ)--ინდივიდუალური

აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმება

აქტივობის აღწერა: წინარე  ცოდნის  შემოწმების მიზნით,ვახდენ მოსწავლეთა ორგანიზებას, . მოსწავლეს  ვაძლევ ბარათს,რითაც მოწმდება მოსწავლის უნარები, თუ რამდენად სწორად აქვს გააზრებული გამრავლების ცნება,როგორ შეუძლია გროვებიდან( ორეულების,სამეულების.....) გამოყოფა-დაჯგუფება,2-ის და 3-ის  გამრავლება რიცხვზე.. (იხ.დანართი  N 1 )


 
აქტივობა  N 3  გაკვეთილის ახსნა -  შეჯამება  20 წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა რამდენად შეძლეს ახლად შესწავლილი მასალის ათვისება და გააზრება.

აქტივობის აღწერა:   ვსვამ კითხვებს ახალი  მასალის ირგვლივ რათა  დავინახო მათი მზაობა პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად.
-ერთი და იმავე სურათით,ან საგნების გროვების ერთი და იმავე მოდელით შეიძლება ერთდროულად წარმოვადგინოთ 4-ზე  გამრავლების შემთხვევები.
- ვპოულობთ 2 . 4 ნამრავლს
ა) რამდენ ოთხეულს  ვიღებთ? (2)
ბ)რამდენი ერთეული მიიღება? ( 8 )
გ)2.4=8 - ამ ტოლობაში რა ეწოდება 2-ს და 4-ს; 8-ს?
დ)დაასახელე გამრავლების კომპონენტები
ე)როგორ შეიძლება ვიპოვოთ თანამამრავლი ნამრავლისა და მეორე თანამამრავლის მიხედვით?
ვ)დავწეროთ ტოლობა:  # . 4 = 20 

( მოსწავლე ნაწილობრივ იმუშავებს კლასში,ნაწილობრივ კი სახლში დამოუკიდებლად,ამით  გავიგებ  თუ როგორ მიაღწია მოსწავლემ დასახულ მიზანს,სჭირდება თუ არა დახმარება,რასაც მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალისწინებ) ახალი გაკვეთილის შეჯამებისთვის ვაძლევ ბარათებს...იხ.დანართი N 2 )

აქტივობა N 4   საშინაო  დავალება (4 წთ)
აქტივობის მიზანი:   საშინაო დავალების პირობის გაცნობა.

აქტივობის აღწერა:  ვაძლევ მოსწვლეებს საშინაო დავალებას და ვაცნობ დავალების პირობას რომელიც მოცემულია სახელმძღვანელოში გვ.112  დავ.17; 18  ( ასევე ბარათებით, იხ დანართი N 3 )

აქტივობა N5   შეფასება  (3წთ)
აქტივობის მიზანი: მთელი გაკვეთილის განმავლობაში ვაძლევ მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას.  (დაკვირვების შედეგება ავღრიცხავ ცხრილში  დან  N 4; N 5 )
 
 აქტივობის აღწერა:    აქტივობების ბოლოს მოსწავლეებს ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას რომელიც საშულებას მაძლევს მოსწავლეს დავანახო მისი ძლიერი და სუსტი მხარე მოცემულ აქტივობაში. კომენტარებით და შექების საშუალებით.განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.
 მე,  როგორც მასწავლებელს განმავითარებლი შეფასება მეხმარება დავინახო სად ჭირდება ჩემს მოსწავლეს დახმარება და რა შევცვალო სამომავლოდ ჩემი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში.                                                                                      







  დანართი N 4

         დაკვირვების შედეგების აღრიცხვის ცხრილი
N
გვარი,
სახელი
ზუსტად წარმოადგენს ტოლი შესაკრების ჯამს ნამრავლად და პირიქით.
წარმოადგენს ტოლი შესაკრების ჯამს ნამრავლად,თუმცა ხარვეზებით ასრულებს შებრუნებულ მოქმედებას.
შეცდომებით წარმოადგენს ტოლი შესაკრების ჯამს ნამრავლად და პირიქით.















დანართი N 5

   წყვილებში მუშაობისა და პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები
სრულად აკმაყოფილებს
მოთხოვნებს
წყვილში ყველა წევრი აქტიურია.წევრებს შორის არის პოზიტიური დამოკიდებულება.მოცემული ამოცანა სწორად არის გადაწყვეტილი.მსჯელობა დამაჯერებელია.გამოსახულება ჩაწერილია ტოლშესაკრებთა ჯამის სახით და შემდეგ გამრავლების მოქმედების ნიშნის გამოყენებით. აქტივობის მიზანი მიღწეულია.
ნაწილობრივ აკმაყოფილებს
მოთხოვნებს
წყვილში ყველა წევრი აქტიურია.გათვალისწინებულია მხოლოდ ზოგიერთი მოთხოვნა,დასახული მიზანი ნაწილობრივ არის მიღწეული.
ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს
წყვილში ზოგიერთი წევრი პასიურია.სამუშაო არ არის ორგანიზებული .არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი.მსჯელობა არასაკმარისი და  არადამაჯერებელია,მხოლოდ ნაწილობრივ გასაგებია და მოითხოვს დამატებით განმარტებას,მიზანი არ არის მიღწეული.





No comments:

Post a Comment